ამ გვერდის საშუალებით თქვენ შესძლებთ გაარკვიოთ, რა გჭირდებათ იმისათვის რომ ბოლომდე გამოიყენოთ თქვენი ID ბარათის ელექტრონული ფუნქციები, დაწყებული მისი შიგთავსის წაკითხვიდან და დამთავრებული სხვადასხვა ონლაინ–სერვისებით, რომელთა რიცხვი განუხრელად იზრდება.
ბარათის წამკითხველი
იმისათვის, რომ მომხმარებელმა გამოიყენოს ID ბარათი სხვადასხვა მიზნებისთვის, მას აუცილებლად ესაჭიროება ID ბარათის წამკითხველი, რომელიც კომპიუტერთან არის შეერთებული. შესაძლოა, ზოგიერთი წამკითხველი თქვენმა სისტემამ ავტომატურად ამოიცნოს, ზოგიერთისათვის კი დაგჭირდეთ დამატებითი სამუშაოების ჩატარება: დრაივერების მოძიება და ინსტალაცია.
პირადი მოხმარებისათვის განკუთვნილ წამკითხველებზე არანაირი შეზღუდვა არ არსებობს, გარდა ტექნიკურისა – შეუძლია თუ არა მას სრულყოფილად მუშაობა ID ბარათთან. ჩვენს გვერდზე შეგიძლიათ იხილოთ ID ბარათთან თავსებადი წამკითხველების სია.
წამკითხველის ინსტალაციის ინსტრუქცია უნდა ეწეროს კომპაქტ–დისკზე, რომელიც ზოგიერთ წამკითხველს მოჰყვება. თუკი თქვენს წამკითხველს არანაირი ინსტრუქცია არ ჰქონდა, მისი მოძიება სავარაუდოდ შესაძლებელი იქნება ინტერნეტში.
Adobe Reader
კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერილი დოკუმენტების დასათვალიერებლად საჭიროა Adobe Reader, ბოლო ვერსია. მისი გადმოწერა შესაძლებელია ოფიციალური ვებსაიტიდან
ინსტალაციის შემდეგ აუცილებელია კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის ძირითადი სერტიფიკატის ინსტალაცია. ამისათვის იხილეთ შემდეგი ინსტრუქცია
Georgian ID Card - პირადობის ელექტრონული მოწმობის უნივერსალური პროგრამა
ეს არის პროგრამა, რომლიც განკუთვნილია ბარათზე ინფორმაციის დასათვალიერებლად, კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერისა და ონლაინ ავთენტიფიკაციის განხორციელებისათვის. პროგრამის გამოყენებისთვის მიჰყევით ინსტრუქციას.
ID ბარათის შუალედური პროგრამული უზრუნველყოფა
ID ბარათის შუალედური პროგრამული უზრუნველყოფა (მიდლვეარი) წარმოადგენს პროგრამულ პაკეტს რომელიც საშუალებას იძლევა, მოხდეს ID ბარათის გარკვეული ფუნქციების ინტეგრირება ოპერაციულ სისტემაში. მაგალითად:
- ვებ-გვერდზე შესვლა SSL/TLS კლიენტის ავთენტიფიკაციით
- კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის განხორციელება უშუალოდ Adobe Reader-ში
- ID ბარათის ინტეგრირება Microsoft Office პროგრამულ პაკეტში