Skip to end of metadata
Go to start of metadata

You are viewing an old version of this page. View the current version.

Compare with Current View Page History

« Previous Version 4 Current »

იხ. სერტიფიკატების განახლების ინსტრუქცია

 

სერტიფიკატის განახლებისას საჭიროა მომსახურების საფასურის გადახდა.

საფასურის გადახდა შესაძლებელია განხორციელდეს როგორც სერტიფიკატის მოთხოვნის დროს - სხვადასხვა გვერდებიდან, ასევე ნებისმიერ ბანკში ადგილზე მისვლით.

1. EPAY.GE-დან გადახდა

სერტიფიკატის განახლების საფასურის გადასახდელად შეგიძლიათ შეარჩიოთ გვერდი EPAY.GE (1). გადახდის გვერდზე განაცხადის ნომრის ველში დაგჭირდებათ მოცემული განაცხადის ნომერი (2). გადახდის გვერდზე გადასასვლელად დააჭირეთ [გვერდზე გადასვლა] (3).

სურ. 1

გამოვა გადახდის გვერდი. გადადით ჩანართზე [სახელმწიფო სერვისები] (4)

სურ. 2

შემდეგ დააჭირეთ ღილაკს [სახელმწიფო სერვისები] (5)

სურ. 3

აირჩიეთ [სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო] (6) 

სურ. 4

გამოსულ გვერდზე

  • ველში [განაცხადის ნომერი](7) შეიყვანეთ განაცხადის ნომერი (2) და დააჭირეთ ღილაკს [დავალიანების გაგება] (8);
  • გადამოწმების შემდეგ ავტომატურად შეივსება ველები [ინფორმაცია მომხმარებელზე], [დავალიანება] და [გადასახდელი თანხა].
  • ველში [გადამხდელის სახელი და გვარი] (9) შეიყვანეთ თქვენი სახელი და გვარი
  • ველში [გადამხდელის პირადი ნომერი] (10) ჩაწერეთ თქვენი პირადი ნომერი;
  • ველში [ბარათი] (11) შეარჩიეთ ბარათი, რომლითაც გეგმავთ თანხის გადახდას;
  • ველი [საკომისიო] ავტომატურად შეივსება;
  • დააჭირეთ ღილაკს [გადახდა] (12).

სურ. 5

გამოსულ გვერდზე მიყევით გადახდის სტანდარტულ პროცედურას.

2. PAY.GE-დან გადახდა

სერტიფიკატის განახლების საფასურის გადასახდელად შეგიძლიათ შეარჩიოთ გვერდი PAY.GE (1). გადახდის გვერდზე კოდის ველში დაგჭირდებათ კოდი (2), ხოლო განაცხადის ნომრის ველში განაცხადის ნომერი(3). გადახდის გვერდზე გადასასვლელად დააჭირეთ [გვერდზე გადასვლა] (4).

სურ. 6

გამოვა გადახდის გვერდი, სადაც

  • ველში [კოდი] (5) შეიყვანეთ კოდი (2);
  • ველში [განაცხადის ნომერი](6) შეიყვანეთ განაცხადის ნომერი (3);
  • დააჭირეთ ღილაკს [შემოწმება](7).

სურ. 7

შემოწმების შედეგად გამოვა გადახდის შესახებ დამატებითი ინფორმაცია და მიმდინარე დავალიანება (ა). შეავსეთ ველები:

  • ველში [გადასახდელი თანხა] (8) ჩაწერეთ მიმდინარე დავალიანება;
  • ველში [გადახდის მეთოდი] (9) შეარჩიეთ გადახდის მეთოდი;
  • დააჭირეთ ღილაკს [გადახდა] (10).

სურ. 8

გამოსულ გვერდზე მიყევით გადახდის სტანდარტულ პროცედურას.

სურ. 9

3. გადახდა სხვა საშუალებებით

სერტიფიკატის განახლების საფასურის გადასახდელად შეგიძლიათ შეარჩიოთ სხვა გვერდები. თუმცა გადახდის გვერდზე გამოიყენეთ შემდეგი ინფორმაცია: განაცხადის ნომერი (ა) და განაცხადის კოდი (ბ).

სურ. 10

გადახდა ასევე შესაძლებელია ნებისმიერ ბანკში ადგილზე მისვლით. ანგარიშწორებისას მიუთითეთ განაცხადის ნომერი (ა) და განაცხადის კოდი (ბ).

  • No labels