Skip to end of metadata
Go to start of metadata

You are viewing an old version of this page. View the current version.

Compare with Current View Page History

« Previous Version 19 Next »

წამკითხველი მოწყობილობები

ID ბარათის/შტამპის წამკითხველი მოწყობილობები (Smart Card Reader) გამოიყენება საქართველოს ელექტრონული პირადობის მოწმობის ფუნქციონალის სრულყოფილად გამოსაყენებლად, მათ შორის:

  • კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა
  • ავთენტიფიკაცია
  • სახელმწიფო ელექტრონულ სერვისებზე წვდომა

ყურადღება!

PIN კოდის უსაფრთხოების დაცვის მიზნით აკრძალულია ისეთი წამკითხველების გამოყენება მომსახურების ოფისებში, რომლებსაც არ გააჩნიათ საკუთარი ციფერბლატი (PIN Pad) და ითხოვენ PIN კოდის შეყვანას კომპიუტერის კლავიატურაზე.

თუკი თქვენ შემოგთავაზეს კლიენტის მომსახურების ოფისში PIN კოდის კლავიატურაზე აკრეფა, დაბეჯითებით გირჩევთ უარი თქვათ ამ მოთხოვნაზე

რეკომენდირებული წამკითხველები 

ID ბარათისა და კვალიფიციური ელექტრონული შტამპის პროგრამული უზრუნველყოფა ითვალისწინებს გარკვეულ ტექნიკურ მოთხოვნებს ბარათის წამკითხველების მიმართ. მოწყობილობის შეძენამდე აუცილებელია გადაამოწმოთ, არის თუ არა არჩეული წამკითხველი თავსებადი აღნიშნულ პროგრამულ უზრუნველყოფასთან.

უსაფრთხოების მიზნით რეკომენდებულია გამოიყენოთ ღილაკებიანი (PIN Pad) წამკითხველი მოწყობილობა, რათა PIN კოდის შეყვანა მოხდეს უშუალოდ მოწყობილობაზე და არ დაგჭირდეთ სხვისი კომპიუტერის კლავიატურის გამოყენება. ეს მნიშვნელოვნად ამცირებს PIN კოდის გამჟღავნების რისკს.

თუკი თქვენ წარმოადგენთ იურიდიულ პირს (კომპიუტერულ მაღაზიას), რომლის წამკითხველებიც ამ სიაში არაა, გთხოვთ დაუკავშირდეთ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს. ჩვენი სპეციალისტები შეამოწმებენ თქვენს წამკითხველს და თავსებადობის შემთხვევაში მოდელის დასახელება აუცილებლად დაემატება ქვემოთ მოყვანილ სიაში

რეკომენდირებული წამკითხველების სია:

სურათიმოდელიმომწოდებელისერტიფიცირებაკლიენტის მომსახურებაუკონტაქტოდამატებითი ინფორმაცია
 MNIKEY 3821  USB PinpadHID Globalსრული

აღნიშნული მოდელები აღარ არის მხარდაჭერილი და არ იძებმნება საიტზე გვაქვს ძველი დრაივერები.

\\files\IT-Support\Omnikey\OMNIKEY

იხილეთ ინსტრუქცია.

miniLector EVOBit4idსრული

\\files\IT-Support\Omnikey\OMNIKEY

იხილეთ ინსტრუქცია

SPR332SCM Microsystemsსრულიდასაშვებია 
SDI10SCM Microsystemsსრული+ 
OMNIKEY 5321 USBHID Globalსრული+ 
 OMNIKEY 3021 USBHID Globalნაწილობრივირეკომენდებულია, დააყენოთ შესაბამისი დრაივერი ოპერაციულ სისტემაში. დრაივერის გადმოსაწერად გთხოვთ ეწვიოთ მწარმოებლის ვებსაიტს
 OMNIKEY 3821  USB PinpadHID Globalნაწილობრივიდასაშვებიარეკომენდებულია, დააყენოთ შესაბამისი დრაივერი ოპერაციულ სისტემაში. დრაივერის გადმოსაწერად გთხოვთ ეწვიოთ მწარმოებლის ვებსაიტს
 КР-371ООО АВТОР (უკრაინა)სრულიშესაძლოა, წამკითხველს დასჭირდეს პროგრამული უზრუნველყოფის განახლება ID ბარათთან თავსებადობისათვის

 

წამკითხველისა და დრაივერების ინსტალაცია

იმისათვის რომ ბოლომდე გამოიყენოთ თქვენი ID ბარათის/შტამპის ელექტრონული ფუნქციები, PC/SC სტანდარტის USB ბარათის წამკითხველი (USB Card Reader) დაუკავშირეთ  კომპიუტერ.

ბარათის წამკითხველის გამოყენებით ხელმისაწვდომია, როგორც ID ბარათის/შტამპის შიგთავსის წაკითხვა, ასევე სხვადასხვა ონლაინ–სერვისები.

უმეტეს შემთხვევაში Windows ავტომატურად ცნობს წამკითხველ მოწყობილობას. 

შეამოწმე Device Manager → Smart card readers თუ არის ყვითელი ნიშანი - დრაივერი არ არის დაყენებული

თუ თქვენმა სისტემამ ავტომატურად ვერ ამოიცნო წამკითხველ მოწყობილობა, დაგჭირდეთ დამატებითი სამუშაოების ჩატარება: დრაივერების მოძიება და ინსტალაცია.

ასეთ შემთხვევაში: დააყენე დრაივერი, რომელიც მოჰყვა მოწყობილობას ან ჩამოტვირთე მწარმოებლის ოფიციალური საიტიდან (----------- და სხვ.)

ID ბარათის წამკითხველი მოწყობილობის დრაივერი დამოკიდებულია კონკრეტულ მოდელზე


 

ბარათის წამკითხველი

 

პირადი მოხმარებისათვის განკუთვნილ წამკითხველებზე არანაირი შეზღუდვა არ არსებობს, გარდა ტექნიკურისა - შეუძლია თუ არა მას სრულყოფილად მუშაობა ID ბარათთან. ჩვენს გვერდზე შეგიძლიათ იხილოთ რეკომენდირებული წამკითხველების სია.

 სად შევიძინოთ?

 ID ბარათთან თავსებადი წამკითხველები შეგიძლიათ შეიძინოთ კომპიუტერულ მაღაზიებში. საბაზისო მოდელის წამკითხველები იყიდება სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებში, იუსტიციის სახლებში.

 წამკითხველის ინსტალაციის ინსტრუქცია უნდა ეწეროს კომპაქტ–დისკზე, რომელიც ზოგიერთ წამკითხველს მოჰყვება. თუკი თქვენს წამკითხველს არანაირი ინსტრუქცია არ ჰქონდა, მისი მოძიება სავარაუდოდ შესაძლებელი იქნება ინტერნეტში.


 

Microsoft CCID დრაივერი

 

Microsoft CCID (Chip/Smart Card Interface Devices) Driver — ეს არის ჭკვიანი ბარათის (Smart Card) უნივერსალური დრაივერი, რომელიც გამოიყენება ID ბარათის წამკითხველებისთვის (USB card reader).

თუკი თქვენს სისტემას გააჩნია სპეციალური, უნივერსალური დრაივერის მხარდაჭერა, რომელიც CCID–თავსებადია, მაშინ თქვენ აღარ დაგჭირდეთ ბარათის წამკითხველის სპეციალიზებული დრაივერის ინსტალაცია.

მაგალითად Windows-ში (Windows 10/11) CCID დრაივერი ჩაშენებულია Microsoft-ის მიერ და ავტომატურად ინსტალირდება.

CCID დრაივერი მხოლოდ წამკითხველისთვისაა.


 

ბარათის წამკითხველი IDENTIV SCR3310 v2.0

 

მოწყობილობის შეერთება

 

  1. შეაერთეთ IDENTIV SCR3310 v2.0 USB პორტში
  2. Windows-ის ვერსიაზე (Windows 10/11) დრაივერი ავტომატურად ინსტალირდება
  3. დაელოდეთ შეტყობინებას: Device is ready to use

 

თუ დრაივერი ავტომატურად არ დაინსტალირდა — გადადით ხელით ჩამოტვირთვის ეტაპზე.

დრაივერის ჩამოტვირთვა (ხელით)

 

დრაივერის ტიპი: CCID Driver, შეარჩიეთ თქვენი Windows-ის ვერსია

 

  • ჩამოტვირთეთ საინსტალაციო ფაილი ოფიციალური ვებ გვერდიდან ლინკი    -----

 

  • გაუშვით ჩამოტვირთული ფაილი
  • დააჭირეთ Next
  • შემდეგ Install
  • ინსტალაციის დასრულების შემდეგ გადატვირთეთ კომპიუტერი

 

წამკითხველის შემოწმება

 

  • მოძებნეთ Smart card readers
  • უნდა ეწეროს Identiv SCR3310 Smart Card Reader

 

თუ აქ ჩანს — მოწყობილობა სწორადაა დაინსტალირებული














 

  • No labels