წამკითხველი მოწყობილობები
ID ბარათის/შტამპის წამკითხველი მოწყობილობები (Smart Card Reader) გამოიყენება საქართველოს ელექტრონული პირადობის მოწმობის ფუნქციონალის სრულყოფილად გამოსაყენებლად, მათ შორის:
- კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა
- ავთენტიფიკაცია
- სახელმწიფო ელექტრონულ სერვისებზე წვდომა
რეკომენდირებული წამკითხველები
ID ბარათისა და კვალიფიციური ელექტრონული შტამპის პროგრამული უზრუნველყოფა ითვალისწინებს გარკვეულ ტექნიკურ მოთხოვნებს ბარათის წამკითხველების მიმართ. მოწყობილობის შეძენამდე აუცილებელია გადაამოწმოთ, არის თუ არა არჩეული წამკითხველი თავსებადი აღნიშნულ პროგრამულ უზრუნველყოფასთან.
უსაფრთხოების მიზნით რეკომენდებულია გამოიყენოთ ღილაკებიანი (PIN Pad) წამკითხველი მოწყობილობა, რათა PIN კოდის შეყვანა მოხდეს უშუალოდ მოწყობილობაზე და არ დაგჭირდეთ სხვისი კომპიუტერის კლავიატურის გამოყენება. ეს მნიშვნელოვნად ამცირებს PIN კოდის გამჟღავნების რისკს.
თუკი თქვენ წარმოადგენთ იურიდიულ პირს (კომპიუტერულ მაღაზიას), რომლის წამკითხველებიც ამ სიაში არაა, გთხოვთ დაუკავშირდეთ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს. ჩვენი სპეციალისტები შეამოწმებენ თქვენს წამკითხველს და თავსებადობის შემთხვევაში მოდელის დასახელება აუცილებლად დაემატება ქვემოთ მოყვანილ სიაში
რეკომენდირებული წამკითხველების სია:
| სურათი | მოდელი | მომწოდებელი | სერტიფიცირება | კლიენტის მომსახურება | დამატებითი ინფორმაცია |
|---|---|---|---|---|---|
| miniLector EVO | Bit4id | https://support.bit4id.com/files/downloads/drivers/windows/MinilectorEvo-en-windows.3.7.zip | |||
![]() | ACS APG8201 B2 | https://www.acs.com.hk/en/driver/456/apg8201-b2-smart-card-reader-with-pinpad/?utm_source=chatgpt.com | |||
![]() | Advanced Card Systems Ltd. ACR40U-A1 | https://www.acs.com.hk/download-driver-unified/13549/acsccid-macosx-bin-1.1.11.1-20240826.zip | |||
![]() | Advanced Card Systems Ltd. ACR39U | https://www.acs.com.hk/download-driver-unified/13978/acsunidrv-windows-installer-4.4.2.0-20221121.zip | |||
| | MNIKEY 3821 USB Pinpad | HID Global | აღნიშნული მოდელები აღარ არის მხარდაჭერილი და არ იძებმნება საიტზე გვაქვს ძველი დრაივერები. | ||
| SPR332 | SCM Microsystems | არ იძებმნება საიტზე | |||
| | IDENTIV SCR3310 v2.0 | არ იძებმნება საიტზე |
არ იძებმნება საიტზე
წამკითხველისა და დრაივერების ინსტალაცია
იმისათვის რომ ბოლომდე გამოიყენოთ თქვენი ID ბარათის/შტამპის ელექტრონული ფუნქციები, PC/SC სტანდარტის USB ბარათის წამკითხველი (USB Card Reader) დაუკავშირეთ კომპიუტერს.
ბარათის წამკითხველის გამოყენებით ხელმისაწვდომია, როგორც ID ბარათის/შტამპის შიგთავსის წაკითხვა, ასევე სხვადასხვა ონლაინ–სერვისები.
უმეტეს შემთხვევაში Windows ავტომატურად ცნობს წამკითხველ მოწყობილობას.
შეამოწმე Device Manager → Smart card readers თუ არის ყვითელი ნიშანი ❗ - დრაივერი არ არის დაყენებული
თუ თქვენმა სისტემამ ავტომატურად ვერ ამოიცნო წამკითხველ მოწყობილობა, დაგჭირდეთ დამატებითი სამუშაოების ჩატარება: დრაივერების მოძიება და ინსტალაცია.
ასეთ შემთხვევაში: დააყენე დრაივერი, რომელიც მოჰყვა მოწყობილობას ან ჩამოტვირთე მწარმოებლის ოფიციალური საიტიდან (----------- და სხვ.)
ID ბარათის წამკითხველი მოწყობილობის დრაივერი დამოკიდებულია კონკრეტულ მოდელზე.
ბარათის წამკითხველი
წინამდებარე გვერდის საშუალებით მომხმარებელი შეძლებს მიიღოს სრული ინფორმაცია იმ ტექნიკური და პროგრამული მოთხოვნების შესახებ, რომლებიც აუცილებელია საქართველოს მოქალაქის ელექტრონული პირადობის მოწმობის (ID ბარათის) ელექტრონული ფუნქციების სრულად გამოსაყენებლად.
ბარათის წამკითხველის საშუალებით გექნებათ წვდომა, როგორც ID ბარათის შიგთავსის წაკითხვის პროცესზე, ასევე იმ ელექტრონულ სერვისებზე, რომელთა გამოყენება შესაძლებელია ID ბარათის მეშვეობით და რომელთა რაოდენობაც ეტაპობრივად იზრდება.
პირადი მოხმარებისათვის განკუთვნილ წამკითხველებზე არანაირი შეზღუდვა არ არსებობს, გარდა ტექნიკურისა - შეუძლია თუ არა მას სრულყოფილად მუშაობა ID ბარათთან. ჩვენს გვერდზე შეგიძლიათ იხილოთ რეკომენდირებული წამკითხველების სია.
წამკითხველის ინსტალაციის ინსტრუქცია უნდა ეწეროს კომპაქტ–დისკზე, რომელიც ზოგიერთ წამკითხველს მოჰყვება. თუკი თქვენს წამკითხველს არანაირი ინსტრუქცია არ ჰქონდა, მისი მოძიება სავარაუდოდ შესაძლებელი იქნება ინტერნეტში.
Microsoft CCID დრაივერი
Microsoft CCID (Chip/Smart Card Interface Devices) Driver — ეს არის ჭკვიანი ბარათის (Smart Card) უნივერსალური დრაივერი, რომელიც გამოიყენება ID ბარათის წამკითხველებისთვის (USB card reader).
თუკი თქვენს სისტემას გააჩნია სპეციალური, უნივერსალური დრაივერის მხარდაჭერა, რომელიც CCID–თავსებადია, მაშინ თქვენ აღარ დაგჭირდეთ ბარათის წამკითხველის სპეციალიზებული დრაივერის ინსტალაცია.
მაგალითად Windows-ში (Windows 10/11) CCID დრაივერი ჩაშენებულია Microsoft-ის მიერ და ავტომატურად ინსტალირდება.
CCID დრაივერი მხოლოდ წამკითხველისთვისაა.
ბარათის წამკითხველი IDENTIV SCR3310 v2.0
მოწყობილობის შეერთება
- შეაერთეთ IDENTIV SCR3310 v2.0 USB პორტში
- Windows-ის ვერსიაზე (Windows 10/11) დრაივერი ავტომატურად ინსტალირდება
- დაელოდეთ შეტყობინებას: Device is ready to use
თუ დრაივერი ავტომატურად არ დაინსტალირდა — გადადით ხელით ჩამოტვირთვის ეტაპზე.
დრაივერის ჩამოტვირთვა (ხელით)
დრაივერის ტიპი: CCID Driver, შეარჩიეთ თქვენი Windows-ის ვერსია
- ჩამოტვირთეთ საინსტალაციო ფაილი ოფიციალური ვებ გვერდიდან ლინკი - დრაივერის ჩამოტვირთვა
- გაუშვით ჩამოტვირთული ფაილი
- დააჭირეთ Next
- შემდეგ Install
- ინსტალაციის დასრულების შემდეგ გადატვირთეთ კომპიუტერი
წამკითხველის შემოწმება
- მოძებნეთ Smart card readers
- უნდა ეწეროს IDENTIV SCR3310 Smart Card Reader
თუ აქ ჩანს — მოწყობილობა სწორადაა დაინსტალირებული


