Skip to end of metadata
Go to start of metadata

You are viewing an old version of this page. View the current version.

Compare with Current View Page History

« Previous Version 2 Next »

მოქალაქის მიმდინარე სტატუსის ელექტრონულად განსაზღვრას არსებითი უპირატესობები გააჩნია. მისი საშუალებით შესაძლებელია მოხდეს იდენტიფიკაცია, მიეკუთვნება თუ არა მოქალაქე ამა თუ იმ სოციალურ ჯგუფს. მაგალითად, თუკი მოქალაქე არის სტუდენტია, მან შეიძლება მიიღოს ფასდაკლება კინოთეატრში, ბიბლიოთეკაში, ისარგებლოს სტუდენტური ტარიფებით მობილურ ტელეფონზე და ა.შ.

ფასდაკლების პროგრამაში ჩართვა

სტუდენტური ფასდაკლების პროგრამაში ჩასართავად მხოლოდ ტექნიკური ინტეგრაცია არ კმარა. ასევე საჭიროა მიმართოთ შემოსავლების სამსახურს რათა მიიღოთ დასტური აღნიშნული ფასდაკლების განხორციელებაზე. დაწვრილებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ მიმართოთ შემოსავლების სამსახურს.

 

ამ სისტემის შექმნის იდეა განვითარდა სტუდენტური ბარათების კონცეფციიდან. ამჟამად იგი განზოგადებულია და შესაძლებელია მისი გამოყენება არამარტო სტუდენტების, არამედ სხვა სოციალური ჯგუფების შემთხვევაშიც.მაგალითად, შეიძლება არსებობდეს სოციალური სტატუსი "დევნილი", "პენსიონერი", "ომის ვეტერანი" და სხვა.

ძირითადი მახასასიათებლები

სოციალური სტატუსის ინფორმაცია განთავსებულია ID ბარათზე. მისი წვდომა შესაძლებელია უკონტაქტო ინტერფეისით, MIFARE 1k ემულატორის გამოყენებით. მონაცემთა სტრუქტურაში განთავსებულია შემდეგი  ძირითადი ინფორმაცია

  1. სოციალური სტატუსის იდენტიფიკატორი – სპეციალური იდენტიფიკატორი რომელიც გამოიყენება მოქალაქის უნიკალური იდენტიფიცირებისათვის როდესაც ის მიიღებს ფასდაკლებას სხვადასხვა ობიექტებში
  2. სოციალური სტატუსები: მაქსიმუმ 5 ჩანაწერი მიმდინარე რეალიზაციაში, თითოეული ჩანაწერი შეიცავს შემდეგ ინფორმაციას:
    1. სტატუსის ტიპი
    2. სტატუსის მოქმედების ვადა

სულ სისტემაში შესაძლებელია არსებობდეს 255 სხვადასხვა სტატუსი. მოქალაქეს დროის ნებისმიერ მომენტში ID ბარათზე შეიძლება ეწეროს მაქსიმუმ 5 სტატუსი.

 

ტექნიკური დოკუმენტები

ტექნიკური სპეციფიკაციის დოკუმენტი, ვერსიაა 1.4 E-ID status application_ V 1.4.pdf

  • No labels